პროექტებით სწავლება მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის საუკეთესო საშუალებაა. პროექტები შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ მოთხოვნებს. მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მათი ჩართულობა, რაც აამაღლებს სწავლა-სწავლების ხარისხს.
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება სწავლა-სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის შედეგადაც მოსწავლეს მრავალმხრივი უნარები უვითარდება, პროექტებით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რადგან მოსწავლე სწავლობს პრობლემის გადაჭრის გზებს, აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში და მზადაა, მიღებული ცოდნა ცხოვრებაშიც გამოიყენოს.
პროექტი ეს არის სწავლების განსაკუთრებული ფორმა, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ფორმულირებულ თემას მიმართავენ, ერთად სახავენ მიზანს, განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის გადაჭრაში და და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ (ქმნიან).
პროექტით სწავლება იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას და ზრდის მათ პასუხისმგებლობას. ისინი ხალისით ასრულებენ სამუშაოებს მაშინაც კი, თუ მათი შესრულება ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს.
პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების ქინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული სწავლებისაგან. პროექტით სწავლა გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში, პროექტებით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის(როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტი მასწავლებელს აძლევს საშუალებას სრულად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია როგორც სასწავო პარტნიორმა.პროექტების მიმდინარეობისას მასწავლებელი კონსულტანტის როლს ასრულებს, ხელმძღვანელობს სამუშაოებს, ღიებისა და კვლევის დროს მოსწავლეებს მიმართულებას აძლევს. ასევე, იგი უთითებს საინფორმაციო წყაროებს.
მოსწავლეებს უყალიბდათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები: უვითარდათ კვლევის, ონფორმაციის მოძიებისა და დახარისხების, კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, არგუმენტირებული მსჯელობისა და დამოუკიდებელი მოქმედების, პრეზენტაციის, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარები-ჩვევები. უვითარდებათ საკომუნიკაციო, სოციალური, შემოქმედებითი და პრობლემის გადაჭრის უნარები, უმაღლდათ მეტყველების კულტურა.
მოსწავლეები სწავლობენ იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვას წერილობითი და სიტყვიერი ფორმით, პასუხისმგებლობის გაზიარებას მუშაობის პროცესში, დავალებების განსაზღვრას, პრიორიტეტების მინიჭებასა და შესრულებას პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე, იკვეთება ნიჭიერი მოსწავლეების შესაძლებლობები, ითვალისწინებენ მოსწავლეთა ინტერესებს შესაძლებლობის მიხედვით, ყველა თანაბრად არის ჩართული პროექტში. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა, რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება.