უწყვეტი
...წერას ისევ მრავალწერტილით ვიწყებ.. ისე, როგორც მჩვევია... ვწერ თემაზე, რომელიც, ვფიქრობ, ყველასთვის მნიშვნელოვანია და გამონაკლისი არც მე აღმოვჩნდი, ვინაიდან საუბარი სიყვარულზეა და სიყვარული კი ჩემთვის ის სათუთი გრძნობაა, რომელსაც ვერაფერთან გავაიგივებ..
დავინტერესდი გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებით ,,9 შეკითხვა სიყვარულზე“. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, დავფიქრდი და გამიჩნდა კითხვა - რატომ მაინც და მაინც ცხრა, თუმცა, როდესაც წავიკითხე, დავრწმუნდი, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს, სიყვარულის იმდენნაირი აღქმაა შესაძლებელი... აზრთა სხვადასხვაობამ შესაძლოა დაგვაფიქროს და შეხედულებები შეგვაცვლევინოს, ან გაგვიმრავალფეროვნოს კიდეც..
ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც წაკითხვისთანავე გულში ჩამწვდა, პასუხი იყო - ,,სიყვარული მარადიული მონატრებაა“.. მას შემდეგ ვფიქრობ, ასეა თუ არა მართლა და მივხვდი, რომ სიყვარულს მართლაც მარადიული მონატრება ახლავს თან.. ჩემი აზრით, სიყვარული მარადიულ მონატრებასთან ერთად, უანგარო თავგანწირვა და ერთგულებაა...
აღნიშნული მრავალი მწერლისთვის გამხდარა წერის საგანი, ვინაიდან წერას ადამიანს ან მომეტებული სიყვარულის განცდა, ან მისივე სიმცირე აწყებინებს... ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და მჯერა, უნდა განიცადო, რომ იგრძნო და უნდა იგრძნო, რომ განიცადო...
მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული დიდი ტანჯვაა, უსიყვარულობა სიკვდილია.. ტანჯვა იმიტომ, რომ უამრავ სიძნელეს, რთულ და ეკლიან გზას მოიცავს, თუმცა მის გარეშე ჩვენი სიცოცხლე სიკვდილის ტოლფასია.. ამ მხრივ პარალელის გავლება შეიძლება რემარკის ერთ-ერთ ცნობილ გამონათქვამთან, რომელიც მდგომარეობს შემდეგში - ,,ნებისმიერ სიყვარულს უნდა იყოს სამუდამო და სწორედ ამაშია მუდმივი ტანჯვა“.. მართლა არის თუ არა ასე, ცალსახად პასუხის გაცემა რთულია.. ალბათ, სიყვარული ერთგულების, ნდობისა და ურთიერთგაგების შერწყმაა, რომელიც მთლიანობაში სამყაროს მამოძრავებელ ძალას ქმნის.. ,,შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახონ კი, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება“ - ამბობდა ოტია იოსელიანი... ისევე როგორც ყველას მეც ხშირად მიფიქრია და.. მაინც რა არის სიყვარული?.. ამ კითხვაზე ჩემი პასუხი ერთია - სიყვარული უსასრულო მრავალწერტილია...
გოდერძი ჩოხელისეული შეხედულებები საკმაოდ ღრმა და მრავალფეროვანია.. საინტერესოა მისი შემოქმედება.. ვფიქრობ, არაა მარტივი, რომელიმე მწერლის სათქმელს ბოლომდე ჩასწვდე, რადგან ადამიანები, როგორც ამას თავად ჩოხელი ამბობდა, პატარ-პატარა მოთხრობები არიან და მათი სრულად ამოცნობა საკმაოდ რთულია.. დასაწყისში აღვნიშნე, რომ წერას მრავალწერტილით ვიწყებდი და მინდა დასასრულიც იმავე სიტყვებით დავამთავრო, ყოველთვის რაღაც მრჩება უთქმელი და ამიტომაც...
ნინი გუდაძე

0 comments:
Post a Comment