სოციალური პროექტის გეგმა
1. ხელმძღვანელები:
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის მე-9
საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ხათუნა
ჯავახიშვილი და ია ბჟალავა, სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნათია მაკრახიძე.
2. პროექტის აქტუალობა:
ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი ნაკლები ინტერესი და პატივისცემა. თანამედროვე
ქართული ლიტერატურის, წიგნიერების, გამართული კითხვისა და მეტყველების, სოციალური და
თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების არასაკმარისი ცოდნა, სოციალური, ინტერპერსონალური
უნარ-ჩვევების დაბალი დონე. მოსწავლეთა ნაკლები მოტივაცია და თვითშეფასება. მშობელთა
და საზოგადოების (თემის, ადგილობრივი თვითმმართველობის) ნაკლები ჩართულობა სწავლა-სწავლების
(სასწავლო პროცესში) პროცესში. ესგ-ის მიხედვით, ამ ასაკის
მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკული, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
(სკოლის ქართული ენისა დალიტერატურის სახელმძღვანელოებში მწირია
მასალა თანამედროვე მწერლების შემოქმედებიდან. მხოლოდ ერთი-ორი ნაწარმოების შესწავლა მოსწავლეებს არ აკმაყოფილებთ და უჩნდებათ სურვილი
მეტი იცოდნენ ამა თუ იმ მწერლის შესახებ.)
3.პროექტის მიზანი-
მოსწავლეები შეძლებენ:
- შექმნან გოდერძი ჩოხელის მოთხრობების
მიხედვით პიესა ;
- პიესის მიხედვით დადგან სპექტაკლი
და სცენაზე წარმოადგინონ;
- დაახასიათონ პერსონაჟთა კულტურულ-სოციალური
ყოფა ნაწარმოებების მიხედვით;
- გააანალიზონ პერსონაჟთა შორის
ურთიერთდამოკიდებულება და ამ ურთიეთდამოკიდებულების გავლენა სიუჟეტზე;
- პიესაში ასახული პრობლემის იდენტიფიცირებასა და სინამდვილის
რეპრეზენტაციას;
- გამოიყენონ
სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდური მასალა, აგრეთვე ადამიანური რესურსი
ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაერთიანებლად, შემდეგ კი მიღებული ცოდნის
აუდიტორიისათვის გადასაცემად.
- გოდერძი ჩოხელის, როგორც მწერლისა და კინორეჟისორის
გაცნობას;
·
შექმნან აფიშა, ბუკლეტი, დაამზადონ
მოსაწვევები;
·
წარმოადგინონ
პრეზენტაცია პროექტის განხორციელების დასაწყისიდან სპექტაკლამდე.
·
მოამზადონ ბლოგი, სადაც აისახება პროექტზე მუშაობის მსვლელობა და
განთავსდება სათანადო მასალები.
4.მოსალოდნელი შედეგები:
- პასუხისმგებლობების გაზიარება
მუშაობის პროცესში.
- ადეკვატურად
და პროდუქტიულად თანამშრომლობა.
- იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად
გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.
- შემოქმედებითი იდეების პრაქტიკულად
გამოცდა (განხორციელება) პროექტზე მუშაობის
პროცესში.
- ინფორმაციის მოძიება და კლასიფიკაცია-დახარისხება
ეფექტური პრეზენტაციების მოსამზადებლად.
- იდეებისა და აზრის ნათლად, ეფექტურად
გამოხატვა და ჩამოყალიბება წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.
პროექტის განხორციელების პროცესში გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია,
პრაქტიკული და შემოქმე-დებითი აზროვნება,
სოციალური და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები. განუვითარდებათ შედეგების ანა-ლიზისა
და გადაწყვეტილების მიღების, კვლევის, ინფორმაციის მოძიების, კლასიფიკაციისა და
კატეგორიზა-ციის, კრიტიკული აზროვნების,
კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტა-ციის,
არგუმენტირებული მსჯელობის, დამოუკიდებელი მოქმედებისა და სივრცეში ორიენტაციის
უნარ-ჩვე-ვები. უკეთ შეისწავლიან თანამედროვე მწერლის, კინორეჟისორისა და
სცენარისტის გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მოსწავლეები გამოიყენებენ
სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას ინფორმაციის შესაგროვებლად და
გასაერთიანებლად. გაიზრდება ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი ინ-ტერესი და
პატივისცემა. გაიზრდება მშობელთა და საზოგადოების (თემის, ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის)
ჩართულობა სწავლა-სწავლების (სასწავლო პროცესში) პროცესში.
ე.ს.გ.-თან
კავშირი:
ქართ. VII. 1. მოსწავლეს
შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის
მიღება.
ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების
გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
ქართ. VII.
11. მოსწავლეს
შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
ქართ. VIII.1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის
მოსმენა და საკუთარი aთვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
- ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის
(მინი-სპექტაკლის, როლური თამაშების და ა.შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები, რომლებიც შეიცავს
გარკვეულ თვალსაზრისს.
- გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.
ქართ. VIII. 7.მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
·
მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ
ადგილს, დროს, ახასიათებს სოციალურ-კულტურულ გარემოს.
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების
გამოყენება.
ქართ. X. 8.
მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს გამოხმაურება
წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
ქართ. XI. 2.
მოსწავლეს
შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 5. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების,
იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ს.გ.VII.6. მოსწავლეს
შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და
საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
·
ანაწილებს
ფუნქციებს შესასრულებელი ამოცანის მიზნიდან გამომდინარე;
·
განსაზღვრავს
სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადას და იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის
შესრულებისას;
მონაწილეობს
ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო
გადაწყვეტი
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური
და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას
·
მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
·
ანაწილებს
გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
·
მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრებასთან
ან მის კონკრეტულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით და მსჯელობს, რა გავლენა იქონია საზოგადოების
ცხოვრებაზე.
ს.გ.IX.2. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს
როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა
და იდეების წყაროს და შეუძლია შემოქმედებითად
ასახოს ნამუშევარში.
·
ირჩევს
თემას საკუთარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე და ასახავს ანამუშევარში
ს.გ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის
სამუშაო.
- კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის მოსაწვევი და მისალოცი ბარათების
ესკიზებს, ასევე ზეიმების და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს;
- ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენებისათვის ხატავს და ასრულებს მასალაში
დეკორაციებისა და კოსტუმების ესკიზებს;
ს.გ.X.8. მოსწავლე იკვლევს ხელოვნების როლს
საზოგადოების ცხოვრებაში.
·
მსჯელობს
მისთვის ნაცნობ ხელოვნების მოღვაწეებზე და მათ წვლილზე საზოგადოების ცხოვრებაში;
·
იკვლევს
შემოქმედთა წარმატების/წარუმატებლობის მიზეზებს;
5.პროექტის ამოცანები:
ა) მიზნობრივი ჯგუფების შექმნა;
ბ)მოსწავლეთა დანაწილება ჯგუფებად სურვილისამებრ და
დავალებების არჩევა;
გ)ინფორმაციის მოძიება და დახარისხება- დამუშავება;
დ) მოძიებული მასალის მიხედვით პრეზენტაციების
მომზადება;
ე)პიესის მომზადება გოდერძი
ჩოხელის მოთხრობების მიხედვით;
ვ)სპექტაკლის დადგმა;
ზ) საინფორმაციო ბუკლეტის,
მოსაწვევებისა და აფიშის დამზადება;
თ)პროექტზე
მუშაობის მონიტორინგი;
ი)პროექტის შეფასება.
6. პროექტის განხორციელების წინაპირობები
ფლობენ ინტერნეტს,
იციან Power-Point-სა და Word-ში მუშაობა,
აქვთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება, შეუძლიათ ინტერვიუს მომზადება და რესპოდენტთან
მუშაობა, აქვთ ესეების წერის გამოცდილება.
7.პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები (აქტივობების შესაბამისობა
მიზანთან):
ა)დავალებების გადანაწილება ჯგუფებში:
·
29 მარტი-მოსწავლეთა სამიზნე ჯგუფის შექმნა (საბაზო და
საშუალო საფეხურის მოსწავლეები).
·
მშობელთა სამიზნე ჯგუფის შექმნა (აპრილი).
·
იდეებისა
და მოსაზრებების გაცვლა, განხილვა და
პროექტის დაგეგმვა.
·
შეთანხმება პროექტის ვადებზე (ორი თვე 29 მარტი-31 მაისი).
·
პროექტის
ბიუჯეტის დაგეგმვა (თანამშრომლობა მშობლებთან, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის
განყოფილებასთან).
·
პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების
დაგეგმვა (ჯგუფური, ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობა, პრეზენტაცია).
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტებამდე განვსაზღვრავთ
მოსწავლეთა საბაზისო ცოდნასა და საჭიროებებს. მოსწავლეებს დაურიგდებათ კითხვარები,
თუ რა იციან გოდერძი ჩოხელისა და მისი შემოქმედების შესახებ. გამოვიყენებთ სქემას ვიცი-მინდა
ვიცოდე-ვისწავლე. გავმართავთ დისკუსიას იმის შესახებ, როგორ ვლინდე-ბა მხატვრული
ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშებში პერსონაჟთა
ღირებულებები და მსოფლმხედვე-ლობა,
როგორ „აცოცხლებს“ რეალური ცხოვრებიდან პერსონაჟებს
ნაწარმოები? გოდერძი ჩოხელის მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება და დისკუსიის გამართვა,
ფილმების პერსონაჟებთან მსგავსების ამოცნობა?
რა როლს ასრულებს ამბის თხრობა ჩვენს ცხოვრებაში? შემდეგ
განიხილონ: როგორ გვეხმარება მხატვრული ლიტერატურა და ხელოვნება მარადიული ღირებულებების შეცნობა-გათავისებაში? ვთხოვთ, შეავსონ ვენის დიაგრამა და მოიფიქრონ, რა განსხვავება და საერთოა
თეატრალურ ხელოვნებასა და ლიტერატურას შორის. გავმართოთ დისკუსია მოსწავლეებთან ერთად
და განვიხილოთ თეატრალური ხელოვნებისა და ლიტერატურის ღირებულებები, დავსვათ კითხვები:
რატომ უნდა იკითხონ თანამედროვე ლიტერატურა მოსწავლეებმა? რამ განაპირობა ჩვენი არჩევანი,
შეგვექმნა პიესა გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით და გავეცოცხლებინა სცენაზე?
როგორ ვლინდება მთავარი თემები და პრობლემები სპექტაკლის წარმოდგენისას.
გოდერძი ჩოხელის შერჩეული მოთხრობების წაკითხვა, ფილმების ნახვა და განხილვა-დისკუსია
მოსწავლეებთან ერთად ვმუშაობთ შერჩეული მოთხრობების ტექსტზე, ვაჩვენებთ
ფილმს, ვაკვირდებით პერსონაჟების მეტყველებას, მათ ქცევას, რაც მოსწავლეებს დაეხმარება
საქართველოს სოციალური და კულტუ-რული ყოფის უკეთ გაცნობაში. ვაკვირდებით მწერლის ენას,
დიალოგებსა და მონოლოგებს, რათა მიმართულე-ბა მივცეთ და გამოვავლინოთ მათი დამოკიდებულება პრობლემების მიმართ. მივცეთ დისკუსიის სახე თე-მას: ,,გვეხმარება თუ არა ლიტერატურა და თეატრალური ხელოვნება მარადიული ღირებულებების შეცნობა-გათავისებაში?“ დისკუსიის წარმართვისა და მიმართულების მისაცემად
დაგვეხმარება კითხვები: რით არის საინტერესო მკითხველისათვის გოდერძი ჩოხელის მოთხრობები?
როგორ ვლინდება ადამიანის ღირებულე-ბები ლიტერატურასა
და თეატრალურ ხელოვნებაში? ეფუძნება თუ არა დღევანდელ
რეალურ ყოფაში ადამია-ნური ურთიერთობები მარადიულ ღირებულებებს? როგორ ესაუბრება გოდერძი
ჩოხელი თანამედროვე საზო-გადოებას? არის თუ არა აქტუალური გოდერძი ჩოხელის მცდელობა
ქართველი ერის ყოველდღიურ ცხოვრე-ბაში წარუვალი ფასეულობის სიყვარულის დამკვიდრება
? მოსწავლეები ნახავენ ფილმს, გამართავენ დისკუსი-ას, აიღებენ ინტერვიუებს, განიხილავენ,
თუ რა გავლენას ახდენს თანამედროვე ლიტერატურა თეატრალურ ხე-ლოვნებასა და კინემატოგრაფიაზე,
მოსწავლეებს მივცემთ მითითებებს პრეზენტაციებისა და ესეების მოსამზა-დებლად. მოსწავლეები
პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად იმუშავებენ სცენარზე და პარალელურად სპექ-ტაკლის დადგმაზე.
ბ)დავალებაზე მუშაობის პროცესი:
ჯგუფებისთვის კონკრეტული დავალებები ასე განაწილდა:
I ჯგუფის წევრები
იმუშავებენ გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფიაზე, მოიძიებენ და გამოიყენებენ შესაბამის ლიტერატურას,
დაახარისხებენ, მოამზადებენ ფოტო და ვიდეომასალას, დამუშავებულ მასალას წარმოადგენენ
პრეზენტაციის სახით, აიღებენ ინტერვიუს პროფესორ გიორგი ხორბალაძესთან. განუვითარდებათ
კვლევის უნარი, შემოქმედებითობა და კრიტიკული აზროვნება;
II ჯგუფი მოიძიებს მასალას
გოდერძი ჩოხელზე, როგორც მწერალსა და
კინორეჟისორზე. მოძიებული
ინ-ფორმაციის გამოყენებით მოამზადებს პრეზენტაციას;
III ჯგუფი იმუშავებს თემაზე ,,ჩემი გოდერძი ჩოხელი და გუდამაყრელთა სამყარო“ (ესეები,
შთაბეჭდილებები, გამოხმაურებები). მოსწავლეებს განუვითარებს შემოქმედებითობის, დამოუკიდებელი
აზროვნების უნარსა და წერის კულტურას;
IV ჯგუფის ჯგუფის
წევრები დაამზადებენ მოსაწვევებს, აფიშასა და ბუკლეტს, მოიძიებენ და შექმნიან რეკვი-ზიტებს,
რაც მათ აუმაღლებთ დამოუკიდებლად ძიებისა და
კომუნიკაციის უნარს, გაზრდის მოტივაციას;
V ჯგუფი გადაიღებს ვიდეორგოლს ინტერვიუს საშუალებით. ინტერვიუსთვის
ძირითადი კითხვაა ,,მაინც რა არის სიყვარული?“ მოსწავლეები შეაჯამებენ და გააანალიზებენ
შესრულებული სამუშაოს ხარისხს;
VI ჯგუფი გაეცნობა გუდამაყრის ხეობის ისტორიას, გუდამაყრელთა ცხოვრებასა
და მათ ადათ-წესებს. მოსწავლეებს განუვითარდებათთ
ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და
კვლევის უნარი.
VII ჯგუფი იზრუნებს პერსონაჟთა
შესაფერისი კოსტიუმების შექმნასა და მოძიებაზე. ამ შემთხვევაშიც მოსწავლეებს განუვითარდებათ
სოციალური, საკომუნიკაციო და შემოქმედებითი უნარები.
VIII ჯგუფი უზრუნველყოფს
პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას, შექმნის
ბლოგს და ბლოგზე განათავსებს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველ
მასალებს.
გ)სპექტაკლის წარმოდგენა
8. პროექტის
ბიუჯეტი
N
|
პროექტის ბიუჯეტი
|
სრული ღირებულება
|
მათ შორის მუნიც.მერიის
მხრიდან
|
სკოლის წვლილი
|
შემოწირულობები
|
პროექტის მთლიანი
ღირებულება
|
1700 ლარი
|
1000 ლარი
|
100 ლარი
|
600 ლარი
|
|
1
|
თეატრის არენდა
|
1000 ლარი
|
|||
2
|
კვებითი მომსახურება
|
600 ლარი
|
|||
3
|
საკანცელარიო
ნივთები
|
50 ლარი
|
|||
4
|
ვიდეომომსახურება
|
50 ლარი
|
9. შეთანხმება შეფასების კრიტერიუმებზე
(მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი, ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი შეფასების სქემა, პროექტის მონიტორინგისა
და შეფასების სქემა; ყოველი დღის ბოლოს მასწავლებლის მიერ განხორციელებული მონიტორინგი).
მოსწავლეთა თვითშეფასების
კითხვარი
რას ფიქრობთ პროექტის შესახებ?
|
|
რით იყოსასარგებლო პირადად თქვენთვის ეს პროექტი?
|
|
რა შეიძინე და რა მოგცა ამ პროექტმა?
|
|
შეიცვალა თუ არა პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა
ურთიერთობა
|
ჯგუფური მუშაობის
განმავითარებელი შეფასების სქემა
ჯგუფი მუშაობს ორგანიზებულად
|
აზრთა გაზიარება და თანამშრომლობა
|
დაცულია დროის ლიმიტი
|
ფუნქციები გადაინაწილეს უხმაუროდ
|
იცავენ ქცევის წესებს
|
|
ჯგუფი I
|
|||||
ჯგუფი II
|
|||||
ჯგუფი III
|
|||||
ჯგუფი IV
|
პროექტის მონიტორინგისა
და შეფასების სქემა
კრიტერიუმი
|
1 ქულა
|
2ქულა
|
3ქულა
|
მიზანი
|
ბუნდოვანია,
არაა გამოკვეთილი
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
კარგადაა გამოკვეთილი მიზნები
|
ორგანიზება
|
სუსტადაა ორგანიზებული, იდეებს შორის არაა
ლოგიკური კავშირი
|
გააზრებულია თანმიმდევრობა, იდეებს შორის გადასვლა
ზოგან გაუგებარია
|
კარგად ორგანიზებულია, იდეებს შორის კავშირი
ლოგიკურია
|
შინაარსის კორექტულობა
|
გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია
|
ზოგიერთი ინფორმაცია შეუსაბამო ან მცდარია
|
ფაქტები ზუსტი და მკაფიოა
|
ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავია
|
მცირე შეცდომებია
|
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის
წესები
|
კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, წყარო არაა
სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევადაგეგმილია,წყაროები
შეზღუდულირაოდენობითაა, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა სწორადაა დაგეგმილი, გამოყენებულია
არაერთი წყარო-ნაშრომები და საველე კვლევების მასალები, ანალიზი სიღრმისეულია
|
თვალსაჩინოება
|
შინაარსთან შეუსაბამოა, არაა ჯგუფის შექმნილი
|
შინაარსთან კავშირშია, მაგრამერთფეროვანია,ჯგუფის
მიერაა შექმნილი
|
მრავალფეროვანია, შინაარსთან შესაბამისია და
აკურატულადაა შესრულებული
|
შემოქმედებითობა
|
მცირედ ჩანს
|
ზოგჯერ ჩანს და ეხმარება ჯგუფს პროექტის
წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური
ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
კავშირი სხვა საგნებთან
|
არ ჩანს
|
არის მოსაზრებების კავშირი მცირედ სხვა საგნიდან
მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება დაკავშირება სხვა საგნებიდან მიღებულ
ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალმხრივ კომპეტენციაზე
|
დასკვნები
|
არაა ჩამოყალიბებული
|
კვლევის ადეკვატურია, მაგრამ არაა მკაფიო
|
ლოგიკურად დაკავშირებულია კვლევასთან და
ჩამოყალიბებულია მკაფიოდ
|
პრეზენტაცია
|
ეფექტურად არაა წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს
აზრის ჩამოყალიბება და პასუხის გაცემა, მიზნობრივად არაა გამოყენებული
თვალსაჩინოება
|
პრეზენტატორი იყენებს თვალსაჩინოებას და პასუხობს
კითხვების უმეტესობას
|
ნათლადაა ჩამოყალიბებული პროექტის არსი,
პრეზენტატორის მეტყველება, გაშლილია აუდიტორიაზე გათვლილი ძირითადი იდეები,
იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას
|
·
პროექტის
ხელმძღვანელები ახორციელებენ მონიტორინგსა და პროექტის მსვლელობის ანალიზს.
10. პროექტის განხორციელების
რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები-
·
ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციის ნაკლები სანდოობა /სხვადასხვა წყაროების შედარება;/
მოსწავლეთა
ასაკი: 12,13,14, 15, 16 წელი (საბაზო და საშუალო
საფეხურის მოსწავლეები)
11.საგანმანათლებლო რესურსები: გოდერძი ჩოხელის მოთხრობები, ე.ს.გ.
საგნობრივი სტანდარტი, კომპიუტერი, პროექტორი, ვებ-გვერდები, (ინტერნეტრესურსი: გოდერძი
ჩოხელის ნაწარმოებები Lib.ge-ზე, ფილმოგრაფია,ჩოხელის ფილმები IMDb ბაზაში, გოდერძი ჩოხელის შემოქმედებანი ner.ge - ზე - „ქართული ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა“, „ჩოხელის 9 შეკითხვა სიყვარულზე“ ქართულ ბლოგში.ვიდეო და აუდიო მასალები, ადამიანური რესურსები (მოსწავლეები, მასწავლებლები,
სკოლის დირექცია, მშობლები, გორის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის კულტურის სამსახური).
პროექტის ხელმძღვანელები: ხათუნა ჯავახიშვილი,
ნათია მაკრახიძე, ია ბჟალავა.
პროექტის ხელმძღვანელებისელ. ფოსტა: x.javaxishvili@gmail.com,
iabjalava@gmail.com,
makraxidze5@gmail.com
0 comments:
Post a Comment