უსაზღვრო სულისა და გონების მქონე ადამიანი გახლდათ გოდერძი ჩოხელი. გაეცნობით მის ნაწარმოებებს და მიხვდებით, რომ ჩოხელმა მათში მთელი სული და გული ჩააქსოვა. კითხვისას აუცილებლად დაგეუფლებათ გნსაკუთრებული გრძნობები, რომელთა ახსნაც გაგიჭირდებათ.
... ნეტავ იცოდეთ, მის მსგავსად , მეც როგორ მიჭირს წერის დაწყება.
რთულია შესაფერისი სიტყვების მოძებნა. რთულია ადამიანებისათვის მისი სამყაროს ჩვენება.
საკუთარი სამყარო გააჩნდა გოდერძი ჩოხელს... თითოეულ მოთხრობად აღქმულ ადამიანს უძებნიდა სათაურს და რადგან მისთვის „დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის’’...
„ადამიანთა სევდა“- გოდერძი ჩოხელის ის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოებია, რომელმაც ადამიანებზე, მათ ფიქრებზე, სევდაზე, ზოგადად ცხოვრებასა და მის არსზე ჩამაფიქრა. ჩოხელი თვლიდა, რომ სიცოცხლე სევდა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდაა.
ყველა ადამიანს საკუთარი მოსაზრება გააჩნია ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის ვარ მეც. ჩემი აზრით , სიცოცხლე უფლის მიერ ბოძებული საჩუქარია, რომელსაც თან ახლავს სევდაცა და სიხარულიც.
საინტერესოა, რატომ ჰქონდა გოდერძი ჩოხელს ასეთი დამოკიდებულება წუთისოფლისადმი. „ჩემი უბედურება იცით რა არი? იმედი მაქვს გადაწურული... ხშირად სიცოცხლის ღონე არ მაქვს.. სხვებს რომ ვუყურებ, ცუდად არიან და დაბეჩავებულები, იმათზე ცალკე მწყდება გული... გალობენ ჩიტები, ჩემს გულში კი გალობა არ შემოდის, თითქოს ტყვიაა, ვერ ვგებულობ იმ გალობის გემოს...“
... ახლა ვფიქრობ, რა თემაზე ვესაუბრებოდი მას, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს... ალბათ, ისევ მის სულიერ მდგომარეობაზე, მის შინაგან სამყაროზე... დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მის მონათხრობებს. საუბრის დასრულებისას კი აუცილებლად ვთხოვდი ჩემთვის, როგორც მოთხრობისთვის, შეერჩია სათაური...
რთულია, რაიმე ახალი ვთქვა, თუმცა, ცხადია, გოდერძი ჩოხელი ის არაჩვეულებრივი მწერალი იყო, რომელსაც სევდით მოცული სამყარო გააჩნდა... მან თავისი კვალი ნაწარმოებების სახით დაგვიტოვა და როგორც უკვე აღვნიშნე, მისი შემოქმედება განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე...
0 comments:
Post a Comment