ამ თემას უქვე მეექვსედ ვწერ, ალბათ მეოცედ ვკითხულობ და ყოველ ცდაზე ნერვები მეშლება, ყოველ ჯერზე ვშლი და თავიდან ვწერ. არ ვიცი, როდის დავამთავრებ. ალბათ, ვერც ვერასდროს. რატომ?! ამ უბრალო კითხვაზეც კი მიჭირს პასუხის გაცემა და რომ ვიხსენებ, უნდა დავწერო არაჩვეულებრივი გოდერძი ჩოხელის განუმეორებელ ,,სამოთხის გვრიტებზე“, უფრო ვითრგუნები. მიზეზი, როგორც მოგახსენეთ, არ ვიცი და როგორც ხვდებით, ეს არაა არც ესეს სტილის თემა და არც რაიმე განსაკუთრებული. ეს უბრალოდ ჩემი შთაბეჭდილებებს, ან ალბათ, მის მინიმუმის გამოხატვის საშუალებაა.
„სამოთხის გვრიტები“ - ეს არის ფილმი, რომლის დასაწყისშივე ვირწმუნე, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაუსრულებელი დავა. დავა მასწავლებელსა და იმ ,,მეცხვარეს“ შორის, რომელიც თითქოსდა ამა ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი, მოარული კაცია, რომელიც მთელს მის ცხოვრებას უძღვნის ჯაფიან შრომას და ყველანაირად ცდილობს, სწავლის ერთგულნი განათლებისაკენ სავალ გზას ჩამოაშოროს.
ეს არის ფილმი, რომელიც თურმე ,,პირფერი“ ყოფილა. მასში ის ყოფილა ჩადებული, რაც ამა ქვეყნის შვილთა დანიშნულებაა. ტაძარი, რომელიც მისი რეალური სახით აღვიქვი და უბრალოდ გუმბათჩამორღვეულ და კედელდანგრეულ ტაძრად მივიჩნიე, იმ საქართველოს სიმბოლო ყოფილა, რომელიც ისე დაკნინებულა, რომ თითქოსდა, ზოგიერთ ადგილას ისევ ყამირია, თითქოსდა იქ შესაძლოა სხვადასხვა სექტამ დაიდოს ბინა.
ეს არის ფილმი, რომელიც ქართული ანბანის მნიშვნელობასა და მის სიდიადეს მიეძღვნა. ამან კი უფრო აღმირია გრძნობები, რადგან ვიგრძენი, რომ ენა, რომელიც ოდითგანვე ქართველთა საფიცარია, სულაც არ ყოფილა ადამიანის მასულმდგმულებელი.იარაღებით შესწავლილი ანბანი, სახარება ყოფილა ის წმინდა წიგნი, რომელიც სულის საზრდოა. ყოფილა ის, რაც სამოთხის კარს შეგვაღებინებს. მაღიმებს ეს ფაქტი, თუმცა თემის წერას მაინც გულის ფანცქალით განვაგრძობ.
„სამოთხის გვრიტები“ არის ფილმი, რომელიც ჩამონგრეული გუმბათს, გვივლენს იმის მანიშნებლად. რომ მაღლა ცაში არის ძე ღვთისა, დაბლა, იქკი - არიან სამოთხის გვრიტები, მოხუცები, რომლებიც ეწაფებიან ანბანს. ეს გუმბათი კი მათთვის ჩამონგრეულა - თითქოს აქამდე ხელს უშლიდა სახარებას ზიარებოდნენ.
„სამოთხის გვრიტები“ არის ფილმი, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწავლის მოწინააღმდეგედ გვევლინება, თუმცა გაკვეთილებიც ჩაშლის დროს თავად ეზიარება ანბანს, რითაც მეათერთმეტე ჟამის მუშაკსავით უერთდება პირველ ჟამის მუშაკებს უფლისა და სარწმუნოებისაკენ ლტოლვაში.
არ ვიცი სხვისთვის როგორაა, თუმცა ჩემთვის, „სამოთხის გვრიტები“ უბრალოდ გენიაა. ალბათ, კარგად ვერ გადმოვეცი ის, რასაც ვგრძნობ. უბრალოდ გოდერძი ჩოხელის ინტერვიუმ გამაღიმა, რადგან დავინახე, თითქოსდა ეს იყო ანბანის სწავლის აუცილებლობის გამოხატულება, ამ ქვეყნის შვილთა სააქაო დანიშნულება საიქიოსკენ მიმავალ გზაზე.
მჯერა, რომ ქვეყნად მთავარი არც სწავლა და არც შრომაა. და მაინც,
„სამოთხის გვრიტები“ - ეს ებრალოდ ფილმია, რომელსაც ერთდროულ აფორიაქებასა და გაღიმებამდე მივყავარ.

0 comments:
Post a Comment